en
ge

EMC ანტიკორუფციული სააგენტოს დებულების გასაჯაროების ფაქტზე

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია „მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დებულების გასაჯაროების ფაქტს. თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის ბრძანებით, ძველი დებულებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის ნაცვლად, მინისტრმა ანტიკორუფციული სააგენტოს ახალი დებულება დაამტკიცა. აქამდე მოქმედი დებულების შინაარსი და მისი გასაიდუმლოების მოტივაცია კი ჩვენთვის უცნობი დარჩა.უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ საიდუმლოა შს სამინისტროს არაერთი მნიშვნელოვანი დეპარტამენტის დებულება, მათ შორისაა, გენერალური ინსპექცია, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და სხვა. ამასთან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, EMC ახორციელებს სამართლებრივ პროცედურებს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების გასაჯაროების მოთხოვნით”, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023