en
ge

„...რას ემსახურება არასამთავრობოების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია“

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ბლოგპოსტი - „ვის ეხმარება შვედეთის მთავრობა და რას ემსახურება არასამთავრობოების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია" - გამოაქვეყნა. „მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გამოქვეყნება დაანონსა, შვედეთის მთავრობისა და მისი საერთაშორისო დახმარების სააგენტოს, Sida-ს მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ამ ბრალდებების მთავარი გზავნილი ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საეჭვოა, რადგან ისინი დაფინანსების ნაწილს შვედეთის მთავრობისგან იღებენ. მიგვაჩნია, რომ ეს კამპანია ემსახურება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ურთიერთობას შვედეთის მთავრობასთან", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023