en
ge

„კოალიცია თანასწორობისათვის“ - მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

თბილისი. „კოალიცია თანასწორობისათვის" ნებისმიერ მსურველს, რომელიც ფიქრობს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლია, იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. „კვალიფიციური იურისტები თქვენ უფასო სამართლებრივ დახმარებას გაგიწევენ, მოგიმზადებენ სამართლებრივ დოკუმენტებს და დაიცავენ თქვენს ინტერესებს სასამართლოსა და საქართველოს სახალხო დამცველთან", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. „კოალიციაში თანასწორობისთვის" შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", „იდენტობა", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „საფარი" და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".
„კოალიცია თანასწორობისთვის" შექმნილია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
ცხელ ხაზი 568 321 221
წყარო: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023