en
ge

საიას განცხადება „პანორამა თბილისის“ პროექტზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „პანორამა თბილისის" პროექტზე განცხადებას აქვეყნებს. „საია მიიჩნევს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული „პანორამა თბილისის" პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირთა ფართო წრის ინტერსს ეხება, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საჯარო ადმინსტრაციული წარმოება.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, „პანორამა თბილისის" პროექტის ფარგლებში (სოლოლაკის ქედი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორია, ერეკლეს მოედანი) დაგეგმილი ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღების მაღალ გამჭვირვალობას, ხოლო მეორე მხრივ ყველა დაინტერესებული პირის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023