en
ge

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია პროკურატურას მიმართავს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ დისკუსიას ეხმაურება. ორგანიზაცია მიესალმება საქართველოს პროკურატურის მიერ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ასევე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის დაკავების საკითხზე, რომელსაც მნიშვნელოვან ფაქტორად აფასებს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეს ემსახურება საზოგადოებაში გაჩენილი დაუცველობისა და შიშის განცდის გაქარწყლებას.
„ასოციაცია მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რომ მომატებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალიწინებით გასაჯაროვდეს აღნიშნული საქმის მსვლელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, იმგვარად რომ არ მიადგეს ზიანი გამოძიების ეფექტურ მსვლელობას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)