en
ge

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის სხდომა

თბილისი. 11 თებერვალს გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე–6 საერთო კრება. პლატფორმაში საქართველოში მომუშავე 200–ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა გაწევრიანებული. საერთო კრებაზე აირჩიეს ეროვნული პლატფორმის ახალი თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფების კოორდინატორები, თანაკოორდინატორები.
აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარედ კვლავ ლაშა ტუღუში აირჩიეს. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, პირველი სამუშაო ჯგუფს (დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა) კოორდინაციას გაუწევენ ირინა ფუტკარაძე (საზოგადოებრივი დამცველი), ნათია კუპრაშვილი (საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია), მეორე სამუშაო ჯგუფს (ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკის კონვერგაცია) კოორდინაციას გაუწევენ კახა გოგოლაშვილი (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი) და ეკა გეგეშიძე (ჯუნიორ ეჩივმენტი), მესამე სამუშაო ჯგუფს (გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება) კოორდინაციას გაუწევენ მანანა დევიძე (ფონდი „კავკასიის ეკოლოგია") და ანზორ დუნდუა (საქართველოს ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების ასოციაცია), მეოთხე ჯგუფს (ადამიანებს შორის კონტაქტი) კოორდინაციას გაუწევენ ნინო ტლაშაძე (ადამიანის უფლებათა ცენტრი) და ნუკრი ყველაშვილი (ახალგაზრდული ალტერნატივა), მეხუთე სამუშაო ჯგუფს (სოციალური დიალოგი) კოორდინაციას გაუწევენ ირაკლი პეტრიაშვილი (პროფკავშირები) და ზურაბ ფუტკარაძე (ჯანმრთელი სამყარო).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)