en
ge

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2014 წლის მონიტორინგის შედეგები

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2014 წლის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა და ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით 2014 წლის ყველაზე ღია და დახურული დაწესებულებები დაასახელა. IDFI დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხს პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა- www.opendata.ge" ფარგლებში 2010 წლიდან აფასებს ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველოს" მხარდაჭერით.
ინსტიტუტმა 2014 წელს 308 დაწესებულებაში გაგზავნა 5466 განაცხადი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. აქედან მიიღო: 3628 სრულყოფილი პასუხი, 356 არასრულყოფილი პასუხი, 85-უარი, ხოლო უპასუხოდ დარჩა 1397 მიმართვა.
„აღსანიშნავია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საწყის ეტაპზე, სრულყოფილად გაცემული პასუხების 81%-იანი მაჩვენებელი ფარგლებში 66% - მდე შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-დან 26%-მდე გაიზარდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა", ნათქვამია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ვებგვერდზე.
სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის გადაეცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელმაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტად გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. 2012-2013 წლების მაჩვენებელთან (75%) შედარებით მიმდინარე პროექტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა 23%-ით და შეადგინა 98%.
ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დასახელდა.
სრულად...
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)