en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების კონცეფცია – თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციაზე. ამ მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიზანია წაახალისოს სამოქალაქო ინიციატივები, შექმნას განვითარებისთვის საჭირო გარემო და უზრუნველყოს მათი რეალური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თქვენ გაქვთ საშუალება გაეცნოთ კონცეფციის სამუშაო ვერსიას და სურვილის შემთხვევაში თქვენი კომენტარები და შენიშვნები მიაწოდოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შემდეგ ელ–ფოსტის საშუალებით: eka@civilin.org
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ავრცელებს შეფასების ბარათს, რომლის მიზანია არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. კითხვარი შემუშავდა იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებულ კონფერენციაში – „პოლიტიკის დიალოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა".
კონცეფცია...
კითხვარი...
გთხოვთ, კითხვარი შეავსოთ 15 მარტამდე, თქვენი პასუხები მნიშვნელოვანია არსებული ტენდენციების გამოსავლენად და მომავალი შედეგების შესაფასებლად.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)