en
ge

სახალხო დამცველი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

თბილისი. სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის თანახმად, სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო დავას სასამართლო განიხილავს. ვინაიდან, დისკრიმინაციასთან ბრძოლის ძირითადი ბერკეტები არის სახალხო დამცველისთვის და სასამართლოში სარჩელით მიმართვა, შესაძლებელია, ისე მოეწყოს, რომ სახალხო დამცველისა და სასამართლოს ფუნქციები არ ფარავდეს ერთმანეთს და მათი ერთობლივი თანაარსებობა, ურთიერთდახმარების გზით, ორიენტირებული იყოს დისკრიმინაციისგან ადამიანთა ეფექტურ დაცვაზე", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო:  www.ombudsman.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023