en
ge

რადიოგადაცემა „საზოგადოების ხმა”

აჭარა. 13 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის რადიოს პირდაპირ ეთერში მორიგი გადაცემა გავიდა სახელწოდებით – „საზოგადოების ხმა". გადაცემის წამყვანი ამჯერად სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა იყო. მესამე სექტორის წარმომადგენელმა მოწვეულ სტუმართან ერთად ქალაქ ბათუმში არსებული პრობლემის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებით კი, ყურადღება გაამახვილეს „გონიოს პოლიიგონის თემაზე", რომელიც ბათუმში ერთ–ერთი მწვავე პრობლემად სახელდება. აღნიშნული საკითხის განხილვის პროცესში აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
„საზოგადოების ხმა" აჭარის რადიოსა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი პროექტია, რომელშიც მონაწილეობის მიღება აჭარაში მოქმედ ყველა ორგანიზაციას შეუძლია. აღნიშნული პროექტი უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)