en
ge

ტიმოთი სნაიდერის წიგნის პრეზენტაცია გორში

შიდა ქართლი. 14 თებერვალს ორგანიზაცია „რადარამმა" ტიმოთი სნაიდერის წიგნის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის" – პრეზენტაცია გამართა გორში. დამსწრე სტუმრების ნაწილმა წიგნის წარდგენამდე დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, მათ მიიჩნიეს რომ ამ წიგნის წაკითხვა და მის გარშემო მსჯელობა შეუძლებელია, ვინაიდან სათაურშიც კი ავტორი ჰიტლერსა და სტალინს გვერდიგვერდ მოიხსენიებს. დარჩენილი საზოგადოებისთვის წიგნის შესახებ ისაუბრა ისტორიის დოქტორანტმა ნუკრი შოშიაშვილმა.
ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, როდესაც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სისტემას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ.
წყარო: „რადარამის" ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)