en
ge

ახალგაზრდა ადვოკატები ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავენ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პარლამენტის წევრ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივან, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება. „...რომლის თანახმადაც, „ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები", ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული" (სტილი დაცულია). ორგანიზაცია მიმართავს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, საკუთარი განცხადება საზოგადოებას კონკრეტული დოკუმენტებით დაუსაბუთოს, ვინაიდან პოლიტიკოსის მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადება მიუთითებს ფაქტზე, თუკი ორგანიზაციის ფარული კავშირები ხელისუფლებასთან და ხელისუფლების დავალებების შესრულება „ყველა ინფორმაციით დასტურდება", ზურაბ ჯაფარიძე ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის და საზოგადოების წინაშე, საკუთარი განცხადების ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი მაინც გაასაჯაროვოს...", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: barristers.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023