en
ge

საია თელავში გამოკითხვას ატარებს

კახეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თელავში, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე გამოკითხვას ატარებს. ამ მიზნით, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.
საიას წარმომადგენელის, ირმა პავლიაშვილის თქმით ღონისძიების თემას წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში: „ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფოკუს–ჯგუფებში გამოკითხვა, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი".
პავლიაშვილისვე განმარტებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაც: ,,მოხდება არამხოლოდ შიდა კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა რის საფუძველზეც შემუშავდება საკანონმდებლო წინადადება და წარედგინება საქართველოს პარლამენტს." შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)