en
ge

შეხვედრა „რვაფეხას“ გადასარჩენად

აჭარა. 17 თებერვალს, აჭარის მთავრობაში, მთავრობის წევრებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და „გადავარჩინოთ რვაფეხას" საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე „ფანტაზიის" საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის განხილვა იყო. კაფე „ფანტაზია" საზოგადოებაში უმეტესად ცნობილია „რვაფეხას" სახელით.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნაგებობის მდგომარეობა არ იძლება მისი ექსპლოტაციის შესაძლებლობას, რასაც მესამე სექტორის წარმომადგენლები იზიარებენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან „რვაფეხას" რესტავრაცია–კონსერვაციის პროექტის შემუშავებას ითხოვენ.
შეხვედრის ბოლოს, ადგილობრივი მთავრობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და ამჟამად რესტავრატორ–არქიტექტორის მოძიება მიმდინარეობს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023