en
ge

არასამთავრობოების მიმართვა პარლამენტს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის პროექტის შესახებ

თბილისი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის შესახებ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს.
საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს მეორე მოსმენით განიხილოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი. „აღნიშნულმა კანონმა უნდა ჩაანაცვლოს დაახლოებით 20 წლის წინ, 1996 წელს მიღებული მისი წინამორბედი საკანონმდებლო აქტი. კანონპროექტის წარმოდგენილი ვერსია ძირითადად იმეორებს მოქმედ კანონში არსებულ დებულებებსა და სტრუქტურას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გააჩნია არაერთი ხარვეზი, რომლის დახვეწის გარეშეც მისი მიღება გაუმართლებლად მიგვაჩნია. ...განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ არ მიიღოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ახალი კანონის პროექტი, მით უფრო არსებული სახით, და მასზე მსჯელობა გამართოს მხოლოდ „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" ახალი კანონის პროექტის ჭრილში და მის პარალელურად", ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023