en
ge

შეხვედრა ფილმების სტუდიაში

გურია. 23 თებერვალს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში მოქმედი ფილმების სტუდიის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროდიუსერი ხათუნა სალუქვაძე გაუძღვა და მოსწავლეებს გააცნო თუ როგორ მზადდება სცენარი. შეხვედრის მეორე ნაწილში ჯგუფური სამუშაოები და პრეზენტაციები მოეწყო, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, მიღებული ცოდნის გამოყენებით თავად მოემზადებინათ სცენარი. მომდევნო შეხვედრებზე დაგეგმილია პრაქტიკული მუშაობა, რათა სტუდიის წევრები დაეუფლონ კამერასთან მუშაობისა და ვიდეომონტაჟის საფუძვლებს.
მსურველთა მიღება კვლავ გრძელდება და ფილმების გადაღებით, დამონტაჟებით და ფილმებში მონაწილეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ უსასყიდლოდ გაწევრიანდნენ სტუდიაში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023