en
ge

ვიზიტი საქალაქო სასამართლოში

თბილისი. 19 თებერვალს პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში, ასოციაცია „ბილიკის" ორგანიზებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით შიდა ქართლის 10 საჯარო სკოლის 28 მოსწავლე იმყოფებოდა. მოსწავლეებმა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერეს, გაეცნენ სასამართლოში საქმეთა მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურებს. შენობის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო. მამუკა ახვლედიანი მათ სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სამოსამართლეო საქმიანობა და სასამართლოში საქმისწარმოების წესი - სწორედ ამ თემების ირგვლივ დასვეს სტუმრებმა კითხვები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023