en
ge

გამჭვირვალობა: „ქართულ საიმიგრაციო პოლიტიკაში კვლავ პრობლემებია“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საიმიგრაციო პოლიტიკაში არსებული პრობლემების შესახებ ახალ ბლოგს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც „არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, ის მიღებიდან უკვე ორჯერ შეიცვალა, ცვლილებების მესამე კანონპროექტი უკვე პარლამენტშია დარეგისტრირებული. გარდა ამისა პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებულია კიდევ უფრო მასშტაბური ცვლილებები".
საერთაშორისო გამჭვირვალობა გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში წერდა ახალი კანონით შექმნილ პრობლემებზე, მოგვიანებით ორგანიზაციამ მიმართა მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციებით. რეკომენდაციების ნაწილი ხელისუფლებამ გაითვალისწინა, მაგალითად როგორიცაა საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის აღების შესაძლებლობა და ვიზის ელექტრონულად აღება. „თუმცა რჩება სხვა პრობლემებიც, რომელთა შორისაც ყველაზე მწვავეა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის უჩვეულოდ დიდი რაოდენობა", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023