en
ge

იძულებით გადაადგილებულ პირთა პროგრამების განხორციელების ეფექტურობის გაზრდა

თბილისი. 25 თებერვალს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობის" ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი პროგრამების განხორციელების ეფექტურობის გაზრდა". მასში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ერედვის, ქურთას, თიღვის მუნიციპალიტეტის, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები დევნილთა თემებიდან.
მონაწილეებმა გაიზიარეს ინფორმაცია: განიხილეს 2014 წ. განხორციელებული და 2015 წ. განსახორციელებელი სოციალური პროგრამები, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში. ყურადღება გამახვილდა ორ საკითხზე: სოციალურ პოლიტიკაში სხვადასხვა სტრუქტურების კოორდინირება, ასევე სხვადასხვა სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი სოციალური პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება.
მრგვალი მაგიდა გაიმართა დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის „სინერგიისა" და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.
წყარო: არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობა"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023