en
ge

„სოციალური მედია და ადგილობრივი ლიდერები“

კახეთი. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 2 მარტს, საჯარო დისკუსია თემაზე ,,სოციალური მედია და ადგილობრივი ლიდერები'' გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ადგილობრივი ლიდერების გამოვლენისა და წარმატების საკითხში საზოგადოებაში სოციალური მედიის მნიშვნელობის ახლებური გააზრება წარმოადგენდა. შეხვედრაზე ახალგაზრდა ბლოგერებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და საზოგადოებაში სოციალური მედიის როლზე ისაუბრეს:
,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, რა არის ბლოგი, როგორ უნდა შექმნა და მართო ის. გარდა ამისა, ვისაუბრეთ სხვადასხვა სოციალური ქსელებისა და ბლოგერების შესახებ. დამსწრე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება გახდნენ წარმატებული ლიდერები ბლოგის საშუალებით,''- აცხადებს ბლოგერი რატი თეგერაშვილი.
შეხვედრის მონაწილეებს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკოორდინაციო გუნდმა, დამსწრე საზოგადოებას, ,,მედიის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებული ბლოგერთა კონკურსის შესახებ სახელწოდებით „ქალები ცვლილებებისათვის" ინფორმაციაც მიაწოდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023