en
ge

აქცია „ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო“

კახეთი. თელავში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი აქცია სახელწოდებით - „ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო" თეატრის წინ 2 მარტს გაიმართა.
აქციას, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის კოორდინატორის, მერიკო პაპუნაშვილის თქმით, აქციის მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს ხელისუფლებას, რომ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეითებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
,,აქციის მიზანია, მძღოლებს სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ, გზა დაუთმონ ქვეითად მოსიარულეებს რადგან გადასასვლელებზე უსაფრთხო ინფრასტრუქტურა არ არსებობს".
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საინფორმაციო ბანერებით ხელში ქვეითებსა და მძღოლებს სლოგანებიანი სტიკერები დაურიგეს.
აქციის ორგანიზებული იყვნენ ორგანიზაციები: ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, "იარე ფეხით”, "წითელი ჯვარი” და „ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)