en
ge

IDFI-ის განცხადება აზერბაიჯანული პარტნიორი ორგანიზაციის დირექტორის შესახებ

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანული პარტნიორი ორგანიზაციის, „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის” (IRFS) დირექტორის თაობაზე. „ემინ ჰუსეინოვი იძულებულია 2014 წლის 11 აგვისტოდან თავი შეაფაროს შვეიცარიის საელჩოს ბაქოში. ამის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის 11 თებერვალს გაავრცელა შვეიცარიის ნაციონალურმა ტელევიზიამ გადაცემაში „Rundschau”. როგორც ირკვევა, ემინ ჰუსეინოვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ არც მის ოჯახის წევრებს და არც თანამშრომლებს. მათ ემინ ჰუსეინოვთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონიათ", ნათქვამია განცხადებაში. ინსტიტუტი უუერთდება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა მოწოდებებს „შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა IRFS-ის დირექტორის წინააღმდეგ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ემინ ჰუსეინოვს საშუალება მიეცემა დაუბრუნდეს საკუთარ საქმიანობას და გააგრძელოს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით".
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023