კახეთი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, საზოგადოებრივი
ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა.
საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში დაინერგება სრულიად ახლებური, თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. ხელმისაწვდომი გახდება მობილური ოპერატორის და ბანკის სერვისებიც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს უფასო ინტერნეტით.
პროექტი, სახელწოდებით „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.