en
ge

თელავში გარემოს დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა გეოგრაფთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა გარემოს დაცვის საკითხებზე გამართეს შეხვედრა.
შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა გარემოს დაცვის, დაბინძურებისა, მისგან გამოწვეულ შედეგებსა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.
,,ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ფონზე. მოსწავლეებმა კი იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე. გარდა ამისა მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელიც ზუსტად ასახავდა იმ პრობლემას, რაც საქართველოში გარემოს დაბინძურებას შეეხებოდა და რა ფატალურ შედეგამდე შესაძლებელია მივიდეთ, თუკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება არ მოხდება. ღონისძიება არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დისკუსიით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, ვიაროთ რეგიონებში და მსგავსი სახის შეხვედრები ხშირად გავმართოთ. ეს კი ამ კუთხით ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას", განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა გეოგრაფთა ასოციაციის" პრეზიდენტმა შოთა შიშმანაშვილმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023