en
ge

არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ „სამეგრელოს ოთხ ქალაქში ბავშვებისათვის ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენების გამო".
„13-15 მარტს ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა" ჩვენება. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართა.
...პირველ რიგში, აღმაშფოთებელია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წამებისა და ძალადობის ამსახველი ფილმის ამ სახით გავრცელება. ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვების როგორც განსაკუთრებული ჯგუფის დაცვის საჭიროებაზე, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გათვალისწინებით. ამავე დროს, კონვენცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ და წაახალისონ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ასევე მათი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის. ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ვერ შეძლო ბავშვების დაცვა ამგვარი მავნე ზეგავლენისგან, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–17 მუხლის მოთხოვნებს. ...", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023