en
ge

თელავში გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელეს

კახეთი. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის, CENN-ის პროექტის, ,,ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში’’ – ფარგლებში, გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელეს.
დისკუსიას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. CENN-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორის, კახა სუხიტაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ კახეთის რეგიონში განხორციელებული საქმიანობების განხილვა წარმოადგენდა:
„ეს იყო კახეთის რეგიონის ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის მორიგი და გაფართოვებული შეხვედრა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ თელავისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ტყეების მართვას. ვისაუბრეთ ე.წ ,,გიგოს გორას" გაჩეხილ ტყის მასივზე და დავსახეთ გზები როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ფიჭვნარის პრობლემა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, რომელიც რეგიონში განხორციელდება ტყეების მართვის მიმართულებით”, განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)