en
ge

ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების რვა მოთხრობა ერთ კრებულში

სამეგრელო. 19 მარტს, ზუგდიდის არტ-ჰაუსში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების მოთხრობების კრებულის „პირველი ნაბიჯის" პრეზენტაციას გამართავს. კრებულში გაერთიანებული 8 მოთხრობის მთავარ თემას ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წარმოადგენს.
პრეზენტაციას კრებულში შესული ნაწარმოებების ავტორები ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და ეკატერინე ტოგონიძე დაესწრებიან. ქართველი მწერლები ღონისძიებაზე მოთხრობებიდან ფრაგმენტებსაც წაიკითხავენ. პრეზენტაციის დასასრულს დისკუსია გაიმართება.
კრებული „პირველი ნაბიჯი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამოიცა. მის გამოცემას წინ ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების შეხვედრა უძღოდა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, სტამბულში შედგა. შეხვედრას ქართველი მწერლები დათო ტურაშვილი, მარიამ ხიდაშელი, ლაშა ბუღაძე და ეკატერინე ტოგონიძე ესწრებოდნენ. პროექტი ხალხთა შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კრებულის პრეზენტაცია და საჯარო კითხვა ზუგდიდის შემდეგ საქართველოს რეგიონების სხვა ქალაქებში გაიმართება ნორვეგიის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.
მოთხრობების კრებული გამოიცა ევროკავშირის ხელშეწყობით, „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის".
წყარო: ორგანიზაცია ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023