en
ge

„საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის შეფასება“

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის შეფასებას".
„სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ (შემდგომში სააგენტო), რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა შექმნილი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის რელიგიის სფეროში საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობისთვის, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია".
სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია დოკუმენტის სამართლებრივი ბუნებისა და მიმღების (გამომცემის) შესახებ. ამავდროულად, სააგენტოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი სტრატეგიის პროექტია და დამტკიცებამდე მასში დაინტერესებულ მხარეთა შენიშვნები უნდა აისახოს, თუმცა ბუნდოვანია, ვინ უნდა დაამტკიცოს ხსენებული დოკუმენტი...", ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023