en
ge

გამჭვირვალობა: „ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის უკვე მეოთხე მონაცემს აქვეყნებს“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს პუბლიკაციას: „ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის უკვე მეოთხე მონაცემს აქვეყნებს".
19 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გამოაქვეყნა მცირე კვლევა, რომელშიც ორგანიზაცია „ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის არასწორად დაანგარიშებასა და 82 მილიონი ლარის დაბრუნების ქვეანგარიშზე გაუმართლებლად" განთავსების შესახებ წერდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „ კვლევის გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ დეფიციტის 3 სხვადასხვა მონაცემი გამოაქვეყნა: 19 მარტს 3.2%-იანი დეფიციტი ჯერ 3%-მდე ჩამოვიდა, ხოლო 20 მარტს კვლავ 3.2%-ს დაუბრუნდა. დღეს კი ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ ახალი, რიგით მეოთხე მონაცემი განათავსა ვებგვერდზე, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2.95%-ს შეადგენს, რაც შეესაბამება ჩვენს მიერ დათვლილ ოდენობას. ყველაზე აბსურდული ამ სიტუაციაში ის არის, რომ ამ მომენტისათვის, ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ერთდროულად განთავსებულია დეფიციტის ორი განსხვავებული მონაცემი: 2.95% და 3.2%. ასევე, განსხვავებაა მონაცემებში სამინისტროს ქართულენოვან და ინგლისურენოვან ვებგვერდებს შორის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)