en
ge

ანნა ფრანკისადმი მიძღვნილი გამოფენა ...

თბილისი. 23 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრმა" (ACICC), ევროპის სახლში გახსნა ანნა ფრანკის გამოფენა. გამოფენა 31 მარტამდე გასტანს.
გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 21 მარტი გამოცხადებულია რასიზმთან და ყველა ფორმის დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ. ყოველ წელს, 21 მარტიდან იწყება ევროპული კვირეული რასიზმის და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ.
ანა ფრანკის დღიურები, რომელიც გერმანიის ფაშისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ამხელს, მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. მისი ცხოვრების ამსახველი გამოფენა სწორედ რასიზმთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში იმართება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023