en
ge

ღია კარის დღე ბათუმის საკრებულოში

აჭარა. 23 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით „ღია კარის დღე" გაიმართა. სადაც მოქალაქეებმა და საზოგაოებრივი დარბაზების თავმჯდომარეებმა დეპუტატებს მათი უბნის პრობლემები გააცნეს. შეხვედრაში ბათუმის ნებისმიერ მაცხოვრებელს შეეძლო მონაწილეობის მიღება, თუმცა დასწრება ჯერჯერობით მაღალი არ იყო.
საკრებულოს წინაშე სულ 14 მომხსენებელმა წარადგინა პრობლემები, მათი უმეტესობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები იყვნენ. დეპუტატებმა პრობლემები ჩაინიშნეს და გეგმავენ აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023