en
ge

კონფერენცია: „დემოკრატიის არსი“...

თბილისი. დღეს დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია: „დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში". ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უკვე მეორედ აწყობს კონფერენციას, რომელშიც სტენფორდის უნივერსიტეტის მაღალი დონის ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენცია ტარდება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს", აშშ-ის საელჩოს და NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების და Omidyar Network-ის მხარდაჭერით.
კონფერენციის მთავარ მომხსენებლებს შორის არიან სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ლარი დაიმონდი, რომელიც მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ დემოკრატიზაციის გამოწვევებზე საუბრობს, ასევე ამავე უნივერსიტეტის ფრიმენ სპოგლის სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა ინსტიტუტის საპატიო პროფესორი სტივენ კრასნერი.
ხვალ, 27 მარტს, ილიას უნივერსიტეტში, ლარი დაიმონდი და სტივენ კრასნერი წაიკითხავენ ლექციას: „დემოკრატია და სახელმწიფოს მშენებლობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: სად ვართ 25 წლის შემდეგ".
 


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023