en
ge

დედამიწის საათი 2015 საქართველოში

თბილისი. 28 მარტს, 20:00–22:00 საათზე, მრგვალი ბაღი თბილისში უმასპინძლებს დედამიწის საათის აღნიშვნას. გაიმართება ცოცხალი მუსიკის კონცერტი.
ტრადიციული ღონისძიება მრგვალ ბაღში ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს შეუერთდეს დედამიწის საათს - მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს მწვანე და უსაფრთხო პლანეტას.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), WWF კავკასია და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF).
საქართველო წელს მეშვიდედ უერთდება დედამიწის საათს. 28 მარტს 20:30 საათზე გარე განათება სიმბოლურად გამოირთვება სამთავრობო შენობებში, საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ისტორიული ნაგებობების ფასადებზე.
წყარო: გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ვებგვერდი სოციალურ

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023