en
ge

არასამთავრობოების და მედიის ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრა

იმერეთი. საიას ქუთაისის ფილიალში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის 20 წარმომადგენელი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებიც. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მარტის თვეში განხორციელებულ აქტივობებზე და აპრილის თვის სამოქმედო გეგმებზე. საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგიონული ქსელის (RCS-N) პროექტზე „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში". მანვე შეხვედრის დამსწრეებს საიას ქუთაისის ფილიალის ახალი თავმჯდომარე წარუდგინა.
წყარო: ფილიალის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023