en
ge

სამოქალაქო განათლების სწავლება: მიღწევები და გამოწვევები

თბილისი. 1 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ინიციატივით მრგვალი მაგიდა – „სამოქალაქო განათლების სწავლება: მიღწევები და გამოწვევები" – გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, IFES საქართველოს, PH international-ის, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაციის, ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის და სხვა აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქალაქო განათლების სწავლების კოორდინაციის მნიშვნელობაზე, ასევე მათ მიერ მიღწეულ წარმატებასა და გამოწვევებზე.
წყარო: cela.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023