en
ge

ვიცოდეთ მეტი აუტიზმის შესახებ!

აჭარა. 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშოერისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი, დამსწრე აუდიტორიისთვის აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკოსი მომხსენებლებისგან სასარგებლო რჩევების მიღება იყო. შეხვედრაზე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „მე მქვია ბექა", რომელიც ქართულ სინამდვილეში აუტისტის ოჯახისა და საზოგადოების მდგომარეობას აღწერს. შეხვედრას ახალგაზრდები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული შეხვედრა ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის", ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობს საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)