en
ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI–ს სარჩელი

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ინსტიტუტის სარჩელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ. „უწყებას დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გასცემს ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის მაისამდე თანამდებობის პირებსა (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) და სხვა თანამშრომლებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით; ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები; უწყების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები; ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ და სხვა (სულ 11 მოთხოვნა)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ინსტიტუტი იმედს გამოთქვამს, რომ „ადმინისტრაციული ორგანო გაიზიარებს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას, გაითვალისწინებს აღნიშნულ ინფორმაციაზე არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროულად მოგვაწვდის ჩვენი 2014 წლის 13 მაისის განცხადებით მოთხოვნილ ინფორმაციას".
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023