კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „თელავი ჩემი ქალაქია" შეხვედრა გამართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს თელავის მერიასთან ერთად ქალაქის განვითარებისთვის სამომავლო გეგმების დასახვა და არსებული პრობლემების განხილვა იყო.
,,შეხვედრის მიზანი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობა და ერთობლივად სამომავლო მიზნების დასახვა იყო. ქალაქის მერს გავაცანით ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, ხედვები და ინიციატივები", განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თელავი ჩემი ქალაქის’’ დამფუძნებელმა თამარ ლაზარიაშვილმა.