en
ge

თელავში აუტიზმის დღე აღნიშნეს

კახეთი. თელავში აუტიზმის დღე აღნიშნეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის" ორგანიზებით, აქცია გაიმართა.
ნანა ათუაშვილი, „ვოლდ ვიჟენის" წარმომადგენელი: „აღვნიშნეთ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. აუტიზმის სიმბოლურ ფერად ლურჯი ფერია მიჩნეული, შენობებსაც ლურჯი განათებით ამკობენ. წელს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის გუნდმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად ქალაქ თელავის ცენტრში, „ვოლდ ვიჟენის" ინიციატივით ლურჯად განათებული შენობის ფონზე მცირე აქცია გამართა. აქციას შემოუერთდა გუბერნატორი და მისი მოადგილე კახეთის მხარეში. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ უწყება აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", განაცხადა ნანა ათუაშვილმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)