en
ge

არასამთავრობოები პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან პრემიერის განცხადებას, რომლითაც მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმით. „რომელის ქონებასაც 4500 ლარის დავალიანების გამო აკრძალვა დაედო. პრემიერმა ასევე მიუთითა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილება. აღვნიშნავთ, რომ მთავრობის მეთაურისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მოსამართლეების მიმართ განხორციელებული შეტევა, პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება გადაწყვეტილების არასასურველი შინაარსის შესახებ და სხვაგვარი გავლენა ინდივიდუალურ საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებაზე, წარმოადგენს სახიფათო პრეცენდენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ... მოვუწოდებთ, მთავრობის მეთაურს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პატივი სცენ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს და თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან მომავალში", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023