en
ge

სამოქალაქო მოსმენა: „სიტუაცია ოკუპაციის ზოლის გასწვრივ – რა შეიცვალა ბოლო პერიოდში“

შიდა ქართლი. 3 აპრილს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჩატარდა სამოქალაქო მოსმენა თემაზე – „სიტუაცია ოკუპაციის ზოლის (სამხეთ ოსეთი) გასწვრივ – რა შეიცვალა ბოლო პერიოდში".შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და გამყოფი ზოლის სიახლოვეს განლაგებული სოფლების მაცხოვრებელთა წარმომადგენლები. დამსწრეთათვის მიწოდებული ინფორმაცია თავიდანვე გაყოფილი იყო ორად: ოკუპაციის ზოლის გასწვრივ მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე ისაუბრა რადიო „თავისუფლების" ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა, ხოლო ორგანიზაციის „რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრი–ერგნეთის" ხელმძღვანელმა ლია ჩლაჩიძემ – იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა უკეთესობისკენ ბოლო დროს. შეხვედრას უძღვებოდა ზაზა ჭიპაშვილი – ნიმდის გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი.
საუბარი ეხებოდა ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორებიცაა: სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, ზამთარში სახლების შეშით გათბობის სიძვირე, გაზიფიკაციის მიმდინარეობა, სატრანსპორტო პრობლემები, ოკუპანტების მხრიდან მოქალაქეთა გატაცების პრობლემა და ა.შ.
სამოქალაქო მოსმენა ჩატარდა პროგრამის - „კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში" - ფარგლებში, ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) მხარდაჭერით. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი (საქართველო).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023