en
ge

„იდეიდან პროექტამდე”

შიდა ქართლი. 2015 წლის 4-5 აპრილს საზოგადოება „ბილიკში" შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბების ლიდერებისათვის პროგრამის - „მომავლის თაობის" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები თემებზე: „აქტიური მოქალაქეობა, ინიციატივები, პასუხისმგებლობა" და „იდეიდან პროექტამდე". ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს ესწავლათ ინიციატივების გამოჩენისა და პასუხისმგებლობის აღების მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებაში, გაეაზრებინათ მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები, როლი, თუ რას ნიშნავს იყო აქტიური მოსწავლე.
ტრენინგის პირველ დღეს მოსწავლეებმა ჯგუფებში იმსჯელეს: მათი აზრით რას ნიშნავდა დემოკრატიული სკოლა. ჩამოთვალეს მახასიათებლები. გამართეს დისკუსია საკითხზე: ამჟამად სკოლის რომელი სტრუქტურული ერთეული განაპირობებს სკოლის დემოკრატიულ მართვას. აქვთ თუ არა მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღების, მონაწილეობის უფლება.
მეორე დღეს ტრენინგი „იდეიდან პროექტამდე" ჩატარდა ინტერაქტიურ რეჟიმში: მონაწილეები მუშაობდნენ მცირე ჯგუფებში და შესაძლებლობა ჰქონდათ პრეზენტიის მეშვეობით გადმოეცათ მიღებული თეორიული ცოდნის დაენერგვის გზებს პრაქტიკაში. ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, რომლებიც დაეხმარებათ მათ საპროექტო განაცხადის სრულყოფილად შემუშავებაში, დასასრულს კი ტრენინგის მონაწილეებმა შეიმუშავეს 6 საპროექტო იდეა, რომლებიც საზოგადოება „ბილიკის" მიერ პროგრამის ფარგლებში იქნება მხარდაჭერილი და მოსწავლეების მიერ მაისი-ივნისის თვეში განხორციელდება.
სამოქალაქო განათლების პროგრამას ,,მომავლის თაობა" ახორციელებს PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023