en
ge

„ლეგენდების გზამკვლევი” ...

აჭარა. 8 აპრილს, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ბორჯღალმა", ახალი პროექტის – „ლეგენდების გზამკვლევის", პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისათვის გამართა. პროექტის მიზანია, აჭარის რეგიონში შემორჩენილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების (თქმულებებისა და ლეგენდების), როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის მოძიება, სისტემატიზირება და ხალხური შემოქმედებისადმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. აჭარის რეგიონში ტურისტულ სექტორში ახალი მიმართულების - ,,კულტურული ტურიზმის" განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის გეოგრაფიული არეალის გაფართოვება და უცხოელ ვიზიტორებში ქართული ხალხური კულტურის წარმოჩენა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023