en
ge

მე ვსწავლობ ჟესტურ ენას, რომ გელაპარაკო შენ!

აჭარა. 18 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სადაც აქცენტი ჟესტური ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაკეთდა. შეხვედრას ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორების თქმით, ჟესტური ენის სწავლა სამომავლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაშიც შევიდეს, რათა სმენის არმქონე ადამიანებმა შეძლონ ინკლუზია. შეხვედრის ბოლოს კი, საფუძველი ჩაეყარა სოციალურ ქსელში განსათავსებელ ვიდეო კამპანიას – „მე ვსწავლობ ჟესტურ ენას, რომ გელაპარაკო შენ!". აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ყველას შეუძლია ჩაწეროს ვიდეო მიმართვა და განათავსოს თავის „Facebook" გვერდზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023