en
ge

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე გორში

შიდა ქართლი. 19  ნოემბერს ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნა  შიდა ქართლის  სამოქალაქო კლუბმა.
ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოება „ბილიკში" კონფერენცია გაიმართა. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართულ  შიდა ქართლის საჯარო სკოლებში გამოცხადდა კონკურსი თემაზე - „არ დავუშვათ ძალადობა".  საკონკურსო თემებიდან შეირჩა  7 საუკეთესო თემა, რომელთა პრეზენტაციაც მოეწყო კონფერენციაზე.  
კონფერენციაზე მოსწავლეებს მიეწოდათ  ინფორმაცია  თუ:
•         რატომ დაარსდა მსოფლიო დღე ბავშვზე ძალდობის წინააღმდეგ;
•         რა არის ძალადობა;
•         ძალადობა ოჯახში და სკოლაში.
პრეზენტაციის  შემდეგ,  მოწვეულმა სტუმრებმა: ფსიქოლოგმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის და  ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლებმა  ისაუბრეს   ძალადობის მიზეზებზე, ფორმებზე, შედეგებსა და მის აღმოფხვრის გზებზე. 
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუმრებმა ბავშვებისათვის საინტერესო კითხვებზე გასცეს პასუხები, ასევე ნაჩვენები იქნა საზოგადოება „ბილიკის" ჟურნალისტიკის სტუდიის მიერ ბავშვზე ძალადობის თემაზე შექმნილი ერთწუთიანი ფილმები,  რის შემდგომაც გაიმართა დისკუსია. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)