en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა ნარკოკანონმდებლობის ცვლილების საკითხზე

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტსა და მთავრობას ნარკოკანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია საქართველოში დაიხვეწოს არსებული ნარკოკანონმდებლობა, რათა ქვეყანაში შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო გარემო წამალდამოკიდებულთთა მკურნალობის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისათვის, უნდა მოხდეს ნარკოტიკების მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმება, გაიმიჯნოს მომხმარებლისა და გამსაღებლის კანონის წინაშე პასუხისმგებლობის ზღვარი, განისაზღვროს ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობა და რეაბილიტაციის წყაროები. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი ხვდება ციხეში, ვიდრე სამკურნალო დაწესებულებებში. 
მიმართვას ხელს 40–მდე საზოგადოერბივი ორგანიზაცია აწერს. 
სრულად
წყარო: article42.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)