en
ge

„საბჭოთა ყოველდღიურობა“...

შიდა ქართლი. 18 აპრილს პროექტ „უცნობი საბჭოთა წარსულის” ფარგლებში მეხუთე სემინარი გაიმართა თემაზე „საბჭოთა ყოველდღიურობა”. მონაწილეები გაეცნენ საბჭოთა ყოველდღიურობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას; განიხილეს საბინაო და კოლმეურნეობების შექმნის პოლიტიკა, ასევე საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ყოველდღიურობის შედარებითი ანალიზი; იმსჯელეს საბჭოთა კავშირის განათლების სისტემასა და საბჭოთა ყოველდღიურობაში რელიგიის როლსა და ადგილზე, საბჭოთა მოდასა და თავისუფალი დროის გატარების საშუალებებზე. მონაწილეებმა საბჭოთა ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე ჯგუფური პრეზენტაციები მოამზადეს და წარადგინეს.
პროექტი „უცნობი საბჭოთა წარსული” ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023