კახეთი. თელავის მედია კაფეში გაიმართა პირველი რეგიონული გაზეთის - ,,ხმა კახეთისას" გამოფენა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „მედია ცენტრი კახეთის" ინიციატივით გაიმართა, ფინანსური მხარდაჭერა კი საქართველოს „სათემო განვითარების ცენტრმა" უზრუნველყო.
გამოფენის ორგანიზატორის, მაია მამულაშვილის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პირველი რეგიონული გაზეთი „ხმა კახეთისა", რომელიც კახეთის რეგიონში 1912-1917 წლებში გამოიცემოდა და ასახვდა მაშინდელ კულტურულ-სოციალურ ყოფას და რეგიონის განვითარების ტენდენციებს.
,,გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გაზეთი, რომელიც 100 წლის წინ გამოიცემოდა. ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იქნა შესწავლილი ამ გამოცემის შინაარსი. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია თელავის სახელმიფო უნივერსიტეტის ჩართულობაც და გარდა სტუდენტებისა, ამ გამოფენას საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც შევთავაზებთ. ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა უფრო მეტი იცოდნენ ჩვენი წარსულის
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სათემო განვითარების ცენტრის'' დირექტორის, ანა მარგველაშვილის თქმით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდასა და კულტურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას.