en
ge

„ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“

შიდა ქართლი. 24 აპრილს საზოგადოება „ბილიკში" სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის" პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ ღონისძიებაში „ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია". ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდობის ჩართვა ენერგოეფექტურ ღონისძიებებში, რაც წვლილს შეიტანს კლიმატური ცვლილებების შერბილების პროცესში. ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიების მსვლელობისას, მოსწავლეებმა მოისმინეს სემინარი „როგორ დავზოგოთ ენერგია", სემინარს უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძე, რომელმაც ისაუბრა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე, ენერგიის დაზოგვის გზებზე, ენერგო აუდიტზე, სახლში ენერგიის დაზოგვის მარტივ რჩევებზე, ენერგოეფექტურ/განახლებად ენერგო პროექტებზე, რომლებსაც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები განახორციელებენ. ენერგოეფექტურობასა და კლიმატურ ცვლილებებზე.
სემინარის შემდგომ, მიღებული უნარების უკეთ გამოვლენის მიზნით, ჩატარდა კონკურსი - „ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია". კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023