en
ge

„მოქალაქემ“ თელავში პრობლემების კვლევა დაიწყო

კახეთი. თელავში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, ,,მოქალაქემ’’, ქალაქში არსებული პრობლემების კვლევა დაიწყო.
პროექტის კოორდინატორების ინფორმაციით, მზადდება სპეციალური დოკუმენტი პრობლემების კვლევის შესახებ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიეწოდებათ.
პროექტის წარმომადგენლის, ნოდარ ავდალიანის განცხადებით, კვლევის დამუშავების პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა:
,,არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მოქალაქემ" გამოყო გრანტი, რათა ქალაქ თელავში ჩავატაროთ კვლევა და შევქმნათ დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ქალაქის საჭიროებები და პრობლემები. პროექტის ფარგლებში შევხვდით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული ორგანიზაციების ჩართვა მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში’’, აცხადებს ნოდარ ავდალიანი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023